კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ტრიუმფი ყაზახეთში

გიორგი ჩხიკვაძე ოქროს მედალს დაეუფლა

Image source: GeoWrestling ფეისბუქ გვერდი

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ “ჟაკსილიკ უშკემპიროვის” სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 10 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და ბექა მელელაშვილი (87 კგ) ჩემპიონები გახდნენ. დიმიტრი ხაჩიძე (55 კგ) და იაგო გობაძე (82 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო გიორგი თოხაძე (55 კგ), ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ლუკა ოჩიგავა (67 კგ), ხვიჩა ანანიძე (72 კგ) და დათა ჩხაიძე (77 კგ) – ბრინჯაოს მედლებს.

 

 

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

თუ რატომ გოგა ბითაძეს ფულადი ჯარიმა გამოუწერეს