კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გამარჯვება სლოვაკეთთან მატჩში

Image source: 1tv.ge

 

დღეს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა „მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პრინციპულ მატჩში სლოვაკეთს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

პირველი შეხვედრა ნიტრაში გაიმართა და ჩვენი ნაკრები 2:3 დამარცხდა. მატჩი სკანდალური გამოდგა. (უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოსა და სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციები დააჯარიმა.)

მატჩის მე-8′ წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი საკუთარ კარში ლუკა ფაბიმ ჩაჭრა. 78′-ე წუთზე ჩვენი ნაკრების უპირატესობა ანრი მექვაბიშვილმა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+1′ წუთზე მიროსლავ გონომ დააფიქსირა – 2:1.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ მატჩით შესარჩევი ეტაპი 15 ქულით დაასრულა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა – პირველი ადგილი შვეიცარიაა (24 ქულით), ხოლო მეორეზე საფრანგეთი (21 ქულა).

 

 

წყარო – uefa.com

 

 

 

 

 

გიორგი მერებაშვილი: “ეს ხომ მთელი საქართველოს თამაშია… დღეს ისტორია იწერება!”