კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ახალგაზრდული და 23 წლამდე ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა (ფოტო)

Image source: GEOWF

 

საქართველოს ახალგაზრდული და 23 წლამდე ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. ეს ინფორმაცია საქართველოს ძაოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.

კონინენტის პირველობას 20-27 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.

გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელების, გიორგი ასანიძისა და მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ, რომელთაც თან ახლავთ მწვრთნელები გია ცირეკიძე და გიორგი გაბრიჭიძე.

ბუქარესტში ნაკრებთან ერთად იმყოფებიან ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური და ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული.

წყარო – Georgian Weightlifting Federation 

შოთა არველაძე: “საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონში გაიმარჯვებს”

  • 12