კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გიორგი არაბიძე და ვატო არველაძე გამოაკლდება. გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა

Image source: Georgian Football Federation

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 11 ნოემბერს შეიკრიბება და მოახლოებული ევროშესარჩევი მატჩებისთვის მოემზადება.

15 ნოემბერს გია ცეცაძის გუნდი საფრანგეთს ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს ასევე სტუმრად სლოვაკეთს გაეჯიბრება.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ოფიციალურ მატჩებს დანაკლისით ხვდება – ტრავმების გამო ნაკრებს გიორგი არაბიძე და ვატო არველაძე ვერ დაეხმარებიან.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ზურიკო დავითაშვილს – ის სლოვაკეთში შეუერთდება თანაგუნდელებს.

  • მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);
  • მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია);
  • ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა);
  • თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

წყარო – gff.ge

ფიფა 20: უკვე მისაწვდომია “ფინალისკენ გზის” ფეხბურთელები (ფოტო)