კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა სტუმრად მოიგო და ჯგუფში მე-3 ადგილზეა

21-წლამდელებმა მოიგეს

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-7 ტურში სტუმრად ლიხტენშტეინი დაამარცხა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველივე ტაიმში შეძლო იმ უპირატესობის მოპოვება, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და გამარჯვება ადვილად მოიპოვა. ანგარში ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა, ხოლო 34-ე წუთზე დავით სამურკასოვმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

შეხვედრის დარჩენილ დროში გუნდებს გოლი აღარ გაუტანიათ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 45-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილი გაუძევეს, ხოლო სტუმრები კაცნაკლული 88-ე წუთზე დარჩნენ. ასე რომ, თითქის 45 წუთი ჩვენმა გუნდმა რიცხობრივ უპირატესობაში ითამაშა, თუმცა მაინც დამაჯერებლად მოიგო.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამ გამარჯვებით 9 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

ლიხტენშტეინი – საქართველო 0:2

გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (19), 0:2 სამურკასოვი (34)

 

საქართველო – ჩრდ. მაკედონია: ფრე პირველი ტაიმის შემდეგ