კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა საფრანგეთში ბოლო წუთზე საკამათო პენალტით წააგო

Image source: Ouest-France Sports

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთან სტუმრად ძალიან მაგრად ითამაშა და იბრძოლა, თუმცა, მსაჯის დამატებულ წუთებზე საეჭვო პენალტით დამარცხდა.

ფრანგები აშკარა ფავორიტად განიხილებოდნენ, რადგან არაერთი ამომავლი ვარსკვლავი ჰყავდათ მოედანზე. ერთ-ერთმა, „ლიონის“ ფეხბურთელმა ჟან რეინ-ადელაიდმა დუბლი შეასრულა და 54-ე წუთისთვის ფრანგები 2:0 დაწინაურდნენ.

თუმცა, ზუსტად 6 წუთში ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ეწერა! ჯერ გიორგი კოხრეიძემ მცველის შეცდომა შეირგო, მერე მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო სამ წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ ახლო მანძილიდან შეძლო ზუსტად დარტყმა და ანგარიში გაათანაბრა.

გია ცეცაძის გუნდი ძალიან ახლოსაც იყო მნიშვნელოვან ქულასთან, მაგრამ ავსტრიელმა მსაჯმა მის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე პენალტით დაგვსაჯა, რომელიც ძალიან საეჭვო იყო. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი გოლად ედუარდმა აქცია და საფრანგეთს 3:2 მოაგებინა.

წაგების მიუხედავად, საქართველომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გია ცეცაძის შეგირდები ოთხ ტურში მოპოვებული 6 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზე არიან, ხოლო მომდევნო მატჩს 18 ნოემბერს, სტუმრად სლოვაკეთთან გამართავენ.

საფრანგეთი (U21) – საქართველო (U21) 3:2

გოლები: 1:0 რეინ-ადელაიდი (15), 2:0 რეინ-ადელაიდი (54), 2:1 კოხრეიძე (58), 2:2 კვარაცხელია (61), 3:2 ედუარდი (90, პენ)

 

საქართველომ შვეიცარიასთან იბრძოლა, მაგრამ მაინც წააგო