კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანს მოუგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მოიგო

Image source: gff.ge

 

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მე-9 ტურის მატჩი ჩაატარა და აზერბაიჯანი დაამარცხა.

ვასილ მაისურაძის გუნდი 90 წუთის განმავლობაში მეტოქეზე უკეთ თამაშობდა და საგოლე მომენტები რომ გამოეყენებინა, გაცილებით დიდი სხვაობით მოიგებდა. თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ 1:0 იმარჯვა.

გამარჯვების გოლი 42-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, რომელმაც ლუკა ლაკვეხელიანის პასი შედეგიანი დარტყმით დაასრულა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 12 ქულა აქვს და ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ქვეჯგუფში ბოლო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 12 ნოემბერს, სახლში სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრებთან ჩაატარებენ.

საქართველო – აზერბაიჯანი 1:0

გორი, „თენგუზ ბურჯანაძე“

საქართელო (5-4-1): მამარდაშვილი, სილაგაძე (აზაროვი 75), ბურჯანაძე (ანდრონიკაშვილი 82), ლოჩოშვილი (გელაშვილი 68), კობოური, ლაკვეხელიანი; დარცმელია, კუცია (მექვაბიშვილი 46), სამურკასოვი, გულიაშვილი; სპანდერაშვილი (კუხიანიძე 46)

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გოლი: 1:0 გულიაშვილი (42)

 

წყარო – Gff.ge

 

ოფიციალურად: თბილისის “ლოკომოტივმა” თავდამსხმელთან ახალი კონტრაქტი გააფორმა