კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფრე “ანგელ იორდანესკუს” სახელობის სტადიონზე

U21 | რუმინეთი 1:1 საქართველო

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რუმინეთის ქალაქ ვოლუნტარიში, “ანგელ იორდანესკუს” სახელობის სტადიონზე, მასპინძელთა ახალგაზრდულ ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის ანგარიში მე-16′ წუთზე, რუმინელთა შემტევმა, იანის სტოიცამ გახსნა, ხოლო 73′-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა მოედნის ცნეტრიდან დაწყებული კონტრ-შეტევა, მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრების კარში გატანილი გოლი, გიორგი გულიაშვილისთვის, 21-წლამდე ნაკრების ფორმით რიგით მეოთხეა.

 

 

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

ოფიციალურად: ალექსანდრე ფევაძე კარიერას ესპანურ “გრან კანარიაში” გააგრძელებს