კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ბოლო ვარჯიში წლის სადებიუტო თამაშამდე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ვარჯიში საფრანგეთთან მატჩის წინ

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლებს. 4 სექტემბერს, მატჩი გორის “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე შედგება. წლის სადებიუტო თამაშამდე ბოლო ვარჯიში ვასილ მაისურაძის გუნდმა 3 სექტემბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გამართა. საწვრთნელი პროცესი 1 საათი გაგრძელდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სამატჩო განაცხადში გარკვეული ცვლილებები მოხდა. გიორგი კუცია ეროვნულ ნაკრებთან ჩატარებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ, ახალგაზრდულ ნაკრებს ხვალიდან შეუერთდება. 20 წლის ფეხბურთელი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან შეხვედრის განაცხადში იქნება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა,გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“,ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“ წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი)

საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება 4 სექტემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი 21-წლამდე და ეროვნულ ნაკრებთა მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში 4 შეხვედრაში მოპოვებული 9 ქულით საფრანგეთი მეორე ადგილზეა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კი, 6 შეხვედრაში დაგროვებული 6 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

ცნობილია საქართველო-საფრანგეთის მატჩის ჩატარების ადგილი და პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის დეტალები