კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდება

21-წლამდე ნაკრების სამზადისი

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო მატჩს ჩაატარებს და სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს.

ვასილ მაისურაძის გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება. გუნდს დავით კობოური, შალვა ბურჯანაძე, ლუკა სილაგაძე და ირაკლი ზარიძე ვერ დაეხმარებიან, ხოლო მათ ნაცვლად ვაჟა ფაცაცია, ლაშა უგრეხელიძე, ნიკოლოზ მალი და ზურაბ მუსელიანი შეუერთდნენ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში 12 ქულით მე-3 ადგილზეა და სლოვაკეთს 3 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით მეტი აქვს ჩაატარებული. მატჩი 12 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება და „სილქ უნივერსალზე“ პირდაპირი რეპორტაჟი იქნება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო), ილია ბერიაშვილი (თელავი, საქართველო), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ვაჟა ფაცაცია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ზურაბ მუსელიანი (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო)

 

წყარო – Gff.ge

 

პრობლემებით, მაგრამ გამარჯვებისთვის – საქართველოს ისტორიული შანსი