კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 21-წალამდე ნაკრები საფრანგეთთან მატჩისთვის ემზადება

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გერმანიაში შტუტგარტის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ასპახში დაბინავდა და საფრანგეთთან მატჩისთვის ემზადება.

გია ცეცაძის გუნდს ტრავმის გამო ლევან ხარაბაძე გამოაკლდა და ის მე-4 ფეხბურთელია, რომელიც ნაკრებს დაზიანების მოტივით ვერ დაეხმარება. მანამდე გუნდმა გიორგი არაბიძე, ვატო არველაძე და ლუკა ლაკვეხელიანი გამოაკლდნენ.

რაც შეეხება ხარაბაძეს, მას „ტორპედოს“ ფეხბურთელმა ვახტანგ ნებიერიძემ ჩაანაცვლა. გია ცეცაძის გუნდმა გერმანიაში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა და გუნდში მყოფმა ყველა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საფრანგეთს 15 ნოემბერს, სტუმრად დაუპირისპირდება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

 

წყარო – gff.ge

 

რონალდუ “მილანთან” შეცვლის შემდეგ კიელინის ესაუბრა და გადაწყვეტილება მიიღო