კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროჩელენჯერისთვის 18 მოთამაშის შემადგენლობით ემზადება

Image source: gbf.ge

 

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თბილისში გასამართი ფიბას ჩელენჯერისთვის ემზადება.

ფიბას ჩელენჯერս 20-დან 25 ივლისის ჩათვლით, თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებთან ერთად თბილისში საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, პოლონეთის და ბულგარეთის ნაკრებები შეიკრიბებიან. გათამაშების ფორმატის თანახმად, 6-გუნდიანი ჯგუფის მონაწილენი 1 წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის გახდება, რომელიც ასპარეზობას ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს.

საქართველოს ნაკრები 17 ივნისს მილოშ გლიგორიევიჩის ხელმძღვანელობით შეიკრიბა.

20-წლამდელთა ნაკრები 18 მოთამაშის შემადგენლობით 27 ივნისს ხაშურში გაემგზავრა, სადაც ახალაშენებულ სპორტკომპლექსში 6 ივლისამდე შეკრებას გაივლის.

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა: ბათუმის “დინამო” ისევ გალიდერდა, “ლოკო” კი გორის “დილას” მისდევს (ვიდეო)