კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა

 

2020-22 წლებში, უეფას გადაწყვეტილებით, 19-წლამდე ნაკრებთა მონაწილეობით ახალი ფორმატის გათამაშება გაიმართება. უეფას წევრი ქვეყნების 19-წლამდე ნაკრებების მიერ 20152019 წლებში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ასაკობრივი გუნდების რეიტინგი შედგა და 54 ნაკრები 3 ლიგაში გადანაწილდა.

  • A ლიგა – 20 გუნდი – 5 ჯგუფი
  • B ლიგა – 16 გუნდი – 4 ჯგუფი
  • C ლიგა – 18 გუნდი – 5 ჯგუფი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები (დაკომპლექტებული 2003 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ფეხბურთელებით), ნიონში გამართული წილისყრის შედეგად B ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა.

2022 წლის 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, გუნდები ასპარეზობას მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყებენ. 2020 წლის 7-13 ოქტომბერს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩები ბულგარეთში შედგება.

გათამაშების ახალი ფორმატი, 2022 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს წარმოადგენს, რომელიც 4 ეტაპისგან შედგება.

A ლიგაში მყოფი ნაკრებები ოთხივე რაუნდში იასპარეზებენ. B ლიგის გუნდები 3 რაუნდში, C ლიგის ნაკრებები კი 2 რაუნდში ითამაშებენ.

პირველი რაუნდი 2020 წელი – 2 სექტემბერი – 17 ნოემბერი
მე-2 რაუნდი 2021 წელი – ივნისი
მე-3 რაუნდი 2021 წელი – 30 აგვისტო – 16 ნოემბერი
მე-4 რაუნდი 2022 წელი – 21-29 მარტი

2022 წლის ივლისში, ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე სულ 8 ნაკრები ითამაშებს.

 

წყარო – gff.ge

ქართველი მოციგურავეები ტურინის გრან-პრის ფინალში იასპარეზებენ