კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკი თანატოლები გაანადგურა

FIBA youtube

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო მატჩში სლოვაკეთის ნაკრები გაანადგურა – 80:45. მართალია, პირველი ნახევარის უმეტეს დროს თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და რამდენჯერმე სლოვაკებიც დაწინაურდნენ, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ მატჩს ერთი დომინანტი ჰყავდა – საქართველოს ნაკრები, რომელმაც ჩინებულად ჩატარებული მე-3 პერიოდის შემდეგ მეტოქე წასაგებად გაწირა.

საქართველოს ნაკრებში 16 ქულით, 7 პასით და 6 ჩაჭრით საუკეთესო იყო რატი ანდრონიკაშვილი. 6-დან 6 ორქულიანი, მთლიანობაში კი 15 ქულა მიითვალა ალექსანდრე მერკვილაძემ. 13 ქულა დააგროვა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, ხოლო 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი ბიძინა ფეიქრიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

B ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიამ ირლანდიას მოუგო, ხოლო უკრაინამ დანიას შანსი არ დაუტოვა.

დღეს საქართველო დანიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

 

წყარო – gbf.ge

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: LIVE სლოვაკეთი – საქართველო, პირდაპირი ეთერი რუმინეთიდან (ვიდეო)