კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა მარცხით დაასრულა

18-წლამდელებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა ხორვატიასთან მარცხით დაასრულეს

Image source: gbf.ge

 

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა დაასრულა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჭაბუკებმა ტოპ-ჯგუფში ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართეს და ბრძოლაში – 72:84 წააგეს.

ბოლო პერიოდის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქულით – 65:66 ჩამორჩებოდა, მაგრამ დასკვნით ეპიზოდში ხორვატებმა იძალეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. საქართველოს ნაკრებში 29 ქულით ლუკა ლიკლიკაძე გამოირჩა. 16 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა სანდრო კასაბურს, ლუკა კუჭუხიძის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებულ ევროჩელენჯერში ყველა მატჩი წააგო. ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო.

 

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის სეზონი განახლდა