კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსს პირველი ამხანაგური მატჩი დაუთმო (ვიდეო)

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმში ამხანაგური მატჩი ბელარუსის ნაკრებთან გამართა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელიც ბელარუსების გამარჯვებით – 67:64 დასრულდა.

თემურ კანკიას გუნდი ბელარუსებს 29 ივნისს კვლავ დაუპირისპირდება. ბათუმში იმყოფება ისრაელის 18-წლამდელთა ნაკრებიც, რომელსაც საქვეყნოდ ცნობილი ებრაელი სპეციალისტი, პინი გერშონი ჩამოჰყვა.

ბელარუსი და ისრაელი ბათუმში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოწვევით იმყოფებიან და ერთმანეთში, ჩვენს ნაკრებთან ერთად ჯამში 6 მატჩს გამართავენ.

ყველაზე შედეგიანი რატი ანდრონიკაშვილი გახლდათ, რომელმაც 14:10 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 17:19 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ირაკლი კილაძის ანგარიშზე 20:39 წუთში 6 ქულა, 7 მოხნა და 2 პასი დაგროვდა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს ისრაელის ნაკრებთან, 27 ივნისს გამართავს.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური საიტი

ოფიციალურად: გოგა ბითაძე ადიდასის ოჯახს შეუერთდა