კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ფინეთს მოუგო

Image source: gff.ge

 

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა თბილისში ფინეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა და გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი წააგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ვითარება გამოასწორეს და გამარჯვება მოახერხეს.

53-ე წუთზე ლომინაძემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 74-ე ერაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ფინელი თანატოლები რამდენიმე დღის წინაც დაამარცხა – 2:0.

საქართველო – ფინეთი 2:1

გოლები: 0:1 სამპო (33), 1:1 ლომინაძე (53), 2:1 ერაძე (74)

 

ხორვატია – საქართველოს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი (ვიდეო)