კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

Image source: gff.ge

 

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა თბილისში ამხანაგური მატჩი ფინეთის ნაკრებთან ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.

გიორგი მიქაძის გუნდმა ორივე გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანა. 87-ე წუთზე მორჩილაძემ პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ ფაჩულიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველო და ფინეთი 19 ნოემბერს, მეორე ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ. დღევანდელ მატჩი კი ქართველთა შემადგენლობა ასეთი იყო:

ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, ტეფნაძე, მამაცაშვილი, ბენდიანიშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ლომინაძე, ომარაშვილი, ზურაბიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: მაისურაძე, ლატარია, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, კონიაშვილი.

საქართველო – ფინეთი 2:0

გოლები: 1:0 მორჩილაძე (87, პენ), 2:0 ფაჩულია (90)

 

ბექა ბურჯანაძის წარმატებული მატჩი ესპანეთში