კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის ტურნირში ასპარეზობა დაიწყო (ვიდეო)

Image source: gff.ge

 

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობა დაიწყო და სადებიუტო შეხვედრა ისრაელთან ჩაატარა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში ისრაელის ნაკრებმა მე-9 წუთზე კაპლანის გოლით გახსნა, ქართველებმა კი, ტაიმის მიწურულს გიზომამაგეიშვილის გოლით გათანაბრება მოახერხეს.

გიორგი ჩიტაურის გუნდი მეორე ტურში 21 იანვარს ისლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ტაჯიკეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

ისრაელი 1:1 საქართველო

საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, . მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, იობაშვილი (74′ უგრეხელიძე), აბუაშვილი, . მამაგეიშვილი (57′ ზოსიაშვილი), უბილავა

სათადარიგო შემადგენლობა: ასათიანი, აბჟანდაძე, სალუქვაძე, დუნდუა, ტატიშვილი, თუთაშვილი, ონიანი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

გოლები: 1:0 კაპლანი (9), 1:1 მამაგეიშვილი (35)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – gff.ge

 

საოცარი მომენტი – თურქულმა გუნდმა 1 წუთში 3 პენალტი ვერ გაიტანა (ვიდეო)