კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდშია!

Image source: gff.ge

 

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდი დაძლია და ელიტ-რაუნდში გავიდა.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა პორტუგალიაში გამართული შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ალბანეთთან ფრედ, 0:0 ითამაშა და ჯგუფური ეტაპი 2 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.

თუმცა, ელიტ-რაუნდში მაინც გავიდა, რადგან 4 საუკეთესო მესამე ადგილოსანს შორის მოხვდა.

ელიტ-რაუნდის მატჩები 2020 წლის მარტში გაიმართება, ხოლო კენჭისყრა 3 დეკემბერს, ნიონში ჩატარდება.

ალბანეთი – საქართველო 0:0

 

 

გიორგი შერმადინის გუნდის საოცარი ქამ-ბექი ჩემპიონთა ლიგაზე