კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველომ შვეიცარიასთან იბრძოლა, მაგრამ მაინც წააგო

Image source: Uefa.com

 

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან წააგო და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წაგებით დაასრულა.

„ჯვაროსნებმა“ სენტ გალენში იბრძოლეს, მრისხანე მეტოქეს ტოლიც არაფერში დაუდეს, მაგრამ ერთი უყურადღებოდა ძვირად დაუჯდათ. რა თქმა უნდა, შვეიცარიას უფრო მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ საქართველოც არ ყოფილა უსაქმოდ.

ლევან შენგელიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მცირედით ააცილეს, ოთარ კიტეიშვილს იან სომერმა აჯობა, ხოლო მანამდე გიორგი ქვილითაიამ ძელს მოარტყა ბურთი.

ერთადერთი გოლი კი, 77-ე წუთზე გავუშვით, დენის ზაკარიას პასით სედრიკ იტენმა გაიტანა და შვეიცარიას გამარჯვება მოუტანა – 1:0.

საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში ასპარეზობა 8 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა (2 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება). მომდევნო მატჩს „ჯვაროსნები“ 19 ნოემბერს, სტუმრად ხორვატიასთან ჩაატარებენ და 2019 წელს დაასრულებენ.

შვეიცარია – საქართველო 1:0

გოლი: 1:0 იტენი (77)

 

საფრანგეთისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი (ვიდეო)