კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველომ კვარაცხელიას გოლით საბერძნეთში ქულა მოიპოვა (ვიდეო)

საბერძნეთი - საქართველო

Image source: Getty images

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთთან ტუმრად ფრედ ითამაშა.

შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და უპირატესობას საქართველო ფლობდა. უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთს გიორგი ლორიას კართან სახიფათო მომენტი თითქმის არ შეუქნია. საქართველო კი შეტევაში უფრო მწვავე იყო და მეტი საგოლე მომენტი შემქნა.

პირველი ტაიმი ძალიან მოსაწყენი გამოდგა და ლოგიკურად უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში კი გიორგი აბურჯანია ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია. 76-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ის კუთხურზე მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ ვერ გათვალა და გოლი გაიტანა.

საბედნიეროდ, საქართველომ ორ წუთში გაათანაბრა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და ზუსტად დარტყმა მოახერხა. მატჩის ბოლოს ჯაბა კანკავას შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა.

საბოლოოდ ფრე 1:1. საქართველოს ნაკრებს 3 ტურში 1 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 2 ივნისს რუმინეთთან ჩაატარებს, რომელიც ამხანაგური იქნება.

საბერძნეთი – საქართველო 1:1

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი; ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი; ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმიკასი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87); ცოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

მწვრთნელი: ჯონ ვან ‘ტ სხიპი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; აბურჯანია (გვილია 74), კანკავა; ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია; ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 კაკაბაძე (76, ა.გ), 1:1 კვარაცხელია (78)

 

 

წყარო – Uefa.com

 

საბერძნეთისა და საქართველოს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი (ვიდეო)