კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველო–უკრაინის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო vs უკრაინა | ბილეთების გაყიდვა 15:00 საათზე დაიწყება

Image source: gbf.ge

 

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს. საქართველოს მეტოქეები G ჯუფში უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.

საქართველო–უკრაინის მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა – თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 30% დაესწრება.

➤ ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე  tkt.ge საიტზე.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი.

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

ქართველმა სუმოისტმა ნოემბრის ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ისევ იორიკირით გაიმარჯვა