კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საქართველო – ნიდერლანდების ყველა ონლაინ-ბილეთი გაყიდულია

საქართველო - ნიდერლანდები მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Image source: rugby.ge

 

მიმდინარე წლის 26 ივნისს, ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩში თელავის “კავკასიონი არენაზე” ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს.

მატჩის ყველა ონლაინ-ბილეთები უკვე გაყიდულია. ბილეთების მეორე ნაწილი გაიყიდება თელავში (ფიზიკურ სალაროში). თელავში ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ქვეყანაში არსებული კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან 3 და 10 ივლისს 2 ტესტს გამართავენ, შინ დაბრუნებულები კი, 17 ივლისს შოტლანდიას დაუხვდებიან.

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

ბორჯღალოსნები ნოემბერში საფრანგეთს 14 წლის შემდეგ პირველად შეხვდებიან