კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონი: ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

პირველი ტაიმი

Image source: uefa.com

 

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველოს ნაკრები ამ წუთებში იბრძვის და გადამწყვეტ შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მართავს.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საგოლე მომენტები მწირი რაოდენობით შეიქმნა.

თორნიკე ოქრიაშვილი დაემუქრა სტუმართა კარს, მაგრამ არაზუსტად დაარტყა,შემდეგ ვაკო ყაზაიშვილმა ახლო მანძილიდან დარტყმა ვერ მოახერხა. სტუმრებს ერთი მომენტი ჰქონდათ, გორან პანდევის თავური გიორგი ლორიამ მოიგერია.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა და ფრე 0:0 ფიქსირდება.