კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველო-ჩრდ. მაკედონიის მატჩამდე გავიხსენოთ კვარაცხელიას გოლი (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის კარებში

Image source: Getty Images

 

დაახლოებით 1 თვის წინ, 14 ოქტომბერს საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა 1:1.

“რუბინის” ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ სტუმართა რიგებში მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

“3 დღე ფინალამდე !
გავიხსენოთ ხვიჩა კვარცხელიას პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში, რომელიც მან სკოპიეში გაიტანა” , – წერს სფფ-ს ფეისბუკის გვერდი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

წყარო –საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

 

 

 

 

 

„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი: “რა თქმა უნდა სხვა თამაში გვქონდა დაგეგმილი”