კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საქართველო – ჩრდ. მაკედონია: ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

საქართველო - მაკედონია 1 ტაიმი

Image source: gol.mk

 

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურში ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს თბილისში მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარია.

თავიდან უპირატესობას საქართველოს ნაკრების დაეუფლა და მე-13 წუთზე მარჯვენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელიამ იაქტიურა, რომელიც ალიოსკიმ საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი გოლად თორნიკე ოქრიაშვილმა აქცია.

საქართველომ მოპოვებული უპირატესობა შესვენებამდე ვერ შეინარჩუნა. 33-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარცხენა ფლანგი ჩავარდა და რისტოვსკი გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩა, გათანაბრება არ გასჭირვებია.

45 წუთის შემდეგ საყაიმო ანგარიშია – 1:1.

 

რაგბი ევროპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით