კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საკალათბურთო სუპერლიგა. “რუსთავმა” “კაკტუსი” ბოლო პერიოდში გატეხა

Image source: gbf.ge

 

სუპერლიგის მე-3 ტურის ბოლოსწინა შეხვედრაში “რუსთავმა” “კაკტუსს” სძლია. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა დასკვნითი ათწუთეული 31:13 მოიგო და საბოლოოდ საკუთარ გამარჯვებას სოლიდური სახე მისცა – 88:72.

არადა, სამაი ჰეინს-ჯონსის წინამძღოლობით კაკტუსელებს 3 პერიოდის განმავლობაში არ უჭირდათ. პირველი პერიოდის 17:18 წაგების შემდეგ, არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ინიციატივა მოიპოვეს, რაც ანგარიშშიც ასახეს და დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედი თბილისურმა გუნდმა 22:17 მოიგო და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 39:35.

მესამე პერიოდი თანაბარი გამოდგა. რუსთაველებმა ჩამორჩენის 2 ქულით შემცირება მოახერხეს და ცხადი გახდა, რომელიც ბოლო პერიოდში იმარჯვებდა, ის გუნდი მოიგებდა. “რუსთავმა” დასკვნითი ათწუთეული მაღალ დონეზე ჩაატარა და კაკტუსელებისთვის შანსი არ მიუცია. გუნდური თამაშის წყალობით ქვემოქართლელებმა პერიოდი 18 ქულის სხვაობით მოიგეს და მიმდინარე სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვეს.

ქვემოქართლელთა შორის 16 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო იყო ჯილან ვაშინგტონი. გუგა პატაშურმა 22 ქულა მოაგროვა, მაიკლ დევისის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. კაკტუსში 30 ქულით ჰეინს-ჯონსი გამოირჩა. 16 ქულა სანდრო სანაძის ანგარიშზე დაგროვდა.

ტურის ბოლო მატჩში “ვერა” “ტიტებს” უმასპინძლებს.

წყარო – gbf.ge

საქართველოს სუპერლიგა. “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპს” უშანსოდ მოუგო