Image source: FC Shakhtar Donetsk იუთუბის გვერდი
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველმა, დავით ხოჭოლავამ თანაგუნდელ მაკსიმ მალიშევთან ერთად კლუბის მიერ გადაღებულ “Missing Home” დოკუმენტურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიები სამშვიდობო პროგრამა “მოდი, ითამაშე” ეგიდით მოინახულეს.
ქართველმა ფეხბურთელმა ბავშვებს „შახტარისგან“ სპეციალური საჩუქრები დაურიგა.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის “შახტარი” თავის საშინაო მატჩებს ხარკოვში ან კიევში ატარებს.
ვიდეობი
ფოტოები