კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საიმანოვი: “კვარაცხელიას ტრავმა აქვს და ის ტკივილებით თამაშობს”

კვარაცხელია გამოჯანმრთელდა

Image source: rubin-kazan

 

„რუბინის“ ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ზურგი აწუხებს და ტკივილების მიუხედავად თამაშობს. რუსული გუნდის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ამის შესახებ ისაუბრა.

„მისი ტრანსფერი? არა, ჯერ ჩვენთან პირდაპირი კონტაქტი არცერთ გუნდს არ ჰქონია. ის ძალიან ახალგაზრდაა და მუდმივად მაღალ დონეზე ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, ბოლო თამაშები ტრავმით ჩაატარა. ჯერ საქართველოს ნაკრებიდან კოჭის ტრავმით დაბრუნდა, მოვარჩინეთ, მაგრამ შემდეგ ზურგის დაზიანება გამოჩნდა. ის გმირია, რადგან დიდი ტკივილით თამაშობს. ვარჯიშებში ის არ მონაწილეობდა იმიტომ, რომ გავათავისუფლეთ. ღმერთის წყალობით, გამოვაჯანმრთელებთ და ყველაფერი კარგად იქნება“ – თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს, რომელიც 12, 15 და 18 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სომხეთთან და ესტონეთთან სამ მნიშვნელოვან მატჩს გამართავს.

 

წყარო – news.sportbox.ru

 

გიორგი ქინქლაძე სინჯებზე ბოკა ხუნიორსში იმყოფებოდა – ის ვარჯიშის დროს მარადონას შორიდან უყურებდა