კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საიდან და როდის აიღებს სტარტს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ესტაფეტა 25 მარტს დაიწყება

Image source: geonoc.org.ge

 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა ცნობით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, 25 მარტს ფუკუშიმას პრეფექტურაში დაიწყება. ოლიმპიურ თამაშების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს მოგზაურობა ფუკუშიმას ყოფილი საფეხბურთო ცენტრიდან აიღებს სტარტს და ქვეყნის ყველა – 47 პრეფექტურას მოივლის.

ცერემონია და ესტაფეტა, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობის დასწრებით ჩაივლის.

აღვნიშნოთ, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 121 დღეს გაგრძელდება და 23 ივლისს, ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს დასრულდება.

 

 

წყარო – geonoc

 

 

 

 

 

ცვლილებები FIE-ს გუნდურ რეიტინგში – ცნობილია საქართველოს ხმლით მოფარიკავე ქალთა და კაცთა ნაკრებების ადგილები