Image source: F.C. Gareji 1960 ფეისბუკ გვერდი
გუშინ, ლიგა 3-ის მე-17 ტურის მატჩში, კოლხურ დერბიში, ხობის “კოლხეთმა” ფოთის “კოლხეთი 1913” დაამარცხა. შეხვედრის ბედი, გიორგი ჭედიას მიერ გატანილი დუბლით გადაწყდა – 2:0. “კოლხეთი 1913” პლეი-ოფს ითამაშებს, ხოლო მეორე გუნდის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა.
საგარეჯოს “გარეჯმა” კი ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე გაიფორმა და ასე იზეიმა გასახდელში:
საგარეჯოს “გარეჯი”, რომელსაც 43 ქულა აქვს, ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა და მე-3 ლიგის ჩემპიონი 1 ტურით ადრე გახდა. ბოლო ტურის მატჩს კახელები სახლში ხობის “კოლხეთის” წინააღმდეგ 12 დეკემბერს ჩაატარებენ.
ვიდეობი
ფოტოები