კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი “კორონავირუსთან” დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

Image source: mainichi.jp

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მიჯნაზე მსოფლიოში გავრცელებულ “კორონავირუსთან” დაკავშირებით აცხადებს, რომ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი აუცილებელ კონტრზომებს მიიღებს.

“უსაფრთხო და საიმედო თამაშების ჩასატარებლად ინფექციური დაავადების წინააღმდეგ მიმართული კონტრზომები ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. საორგანიზაციო კომიტეტი ყველა შესაბამის ორგანიზაციასთან, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებს ინფექციური დაავადების ნებისმიერ შემთხვევას, თანამშრომლობას გააგრძელებს. ასევე, განიხილავს ნებისმიერ კონტრზომას, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ყველა შესასბამის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, IOC კავშირზეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე თავისსავე სამდიცინო ექსპერტებთან,” – აცხადებს IOC-ის პრესსამსახური.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში  კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 8000 გაზრდილი, გარდაცვლილია 170-მდე ადამიანი.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ტიმი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან