კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საეჭვო ეპიზოდი, მსაჯების არასწორი გადაწყვეტილება და ტოჩინოშინის მე-4 მარცხი (ვიდეო)

ტოჩინოშინის მე-4 მარცხი

 

ნოემბრის ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე შოჰოზანი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 2 მოგება – 7 წაგება. ქართველი მაეგაშირა შოჰოზანთან ბრძოლაში იორიკირის ილეთით დამარცხდა.

მეცხრე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 2 მოგება, სამჯერ არ გამოცხადდა და 4 წაგება.

 

ხვალინდელ ბრძოლაში მე-13 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-17 მაეგაშირა კაისეი იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 4-5.

 

 

 

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

ლევან მაისაშვილი: “ჩვენს ინტერესშია, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე ვნახოთ”