კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სად და რა პირობებში ვარჯიშობს ოლიმპიური ჩემპიონი (ვიდეო)

რა პირობებში ვარჯიშობს ქართველი მოჭიდავე

Image source: GIGA CHIKADZE-ის ფეისბუკ გვერდი

 

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ფეისბუკის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სავარჯიშოს პროცესიდან ვიდეო გამოქვეყნა.

კალიფორნიის პლიაჟზე ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი მწვრთნელ ვალენტინ კალიკას ევარჯიშება.

უფრო ადრე UFC-ის ქართველმა მებრძოლმაც გიგა ჭიკაძეც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ლადოსთან ვარჯიშის დროს გადაღებული ვიდეო გამოქვეყნა.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების (UWW) გადაწყვეტილებით, 2020 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიც გაუქმდა და წლევანდელი სეზონის კალენდარში შეტანილი დიდი შეჯიბრებებიდან ძალაში მსოფლიოს ჩემპიონატი რჩება, რომელსაც 12-20 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქმა ბელგრადმა უნდა უმასპინძლოს.

 

 

წყარო – United World Wrestling

 

 

 

 

თუ როგორ ითამაშა ბექა ბურჯანაძემ ევროსათასო მატჩში (ვიდეო)