კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საჭირო ინფორმაცია საქართველო – საფრანგეთის მატჩზე დასწრების შესახებ

საქართველო-საფრანგეთი - საჭირო ინფორმაცია მატჩზე დასწრების შესახებ

Image source: nakrebi.ge

 

ფუტსალის ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩის, საქართველო – საფრანგეთის, ბილეთების გაყიდვა დღეს, 15:00 საათზე დაიწყება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

საქართველო – საფრანგეთის თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც დარბაზის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს.

ქვეყანაში არსებული კორონავირუსის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მატჩის მასპინძელ დარბაზში დროულად მობრძანდნენ. საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

ეროვნული ლიგა: “საბურთალომ” გორში მეორე გამარჯვება იზეიმა (ვიდეო)