კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“საბურთალოს” ფეხბურთელი კარიერას ბულგარეთში გააგრძელებს

გუკა გოშელიანი რუმინეთში ითამაშებს

Image source: Guka Goshteliani

 

საბურთალოს შემტევი გურამ გოშთელიანი კარიერას ბულგარეთში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას თავად ფეხბურთელი ადასტურებს.

23 წლის ფეხბურთელი ბლაგოევგრადის “პირინში” ითამაშებს.

გუკამ სოციალურ ქსელში საბურთალოს დაემშვიდობა.

ყველამ ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს ჩემთვის საბურთალო მიყვარს ყველაფერი რაც ამ გუნდთან ერთად გამოვიარე! მადლობა ყველაფრისთვის♥️🤩FC Saburtalo #G.G8🤚🏼

Posted by Guka Goshteliani on ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2020

 

 

მისი ახალი კლუბი მე-2 ლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს ლიგაში აღზევების მიზანი აქვს. 4 ტურის შემდეგ გუნდი 7 ქულით  მე-3 ადგილზეა.

გურამს საქართველოს ეროვნულ ლიგაში და ეროვნულ ლიგა 2-ში 124 მატჩი აქვს ჩატარებული და 46 გოლი აქვს გატანილი.

“ამ საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ” – რომან დოლიძემ შესაძლოა სხვა წონით კატეგორიაში იბრძოლოს