კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“საბურთალოს” ლიდერი ბელარუსის გუნდში გადავიდა

Image source: ФК Шахтер Солигорск

 

ქართველი ფეხბურთელი გიორგი დიასამიძე კარიერას სოლიგარსკის „შახტიორში“ გააგრძელებს. „საბურთალოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა ბელარუსულ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„შახტიორი“ ამბიციური გუნდია და მინდა მეც დავეხმარო მიზნების მიღწევაში, ჩემი წვლილი შევიტანო. აქ ყველაფერია სავარჯიშოდ და კარგი შედეგების მისაღწევად. რა თქმა უნდა, ლაშა შინდაგორიძეს ვესაუბრე და მან პოზიტიურად დაახასიათა ეს გუნდი, მაგრამ ჩემი რესურსითაც მოვიძიე ინფორმაცია სხვადასხვა წყაროების მეშვეობით“ – თქვა დიასამიძემ.

გიორგიმ გასული სეზონი „საბურთალოში“ გაატარა და 25 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე კი „ორჰუსის“, „დილას“, „სასკოსა“ და „ლოკომოტივში“ თამაშობდა. „შახტარიორის“ ღირსებას კი, კიდევ ერთი ქართველი ლშა შინდაგორიძე იცავს.

 

 

ოფიციალურად: ნიკა კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას გუნდს სომეხი მწვრთნელი უთავკაცებს