კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“საბურთალოს” კრახი. “არარატ-არმენიამ” თბილისში ორი უპასუხო ბურთი გაიტანა (ვიდეო)

Image source: Grigor Grigorian

დედაქალაქურმა “საბურთალომ” საკუთარ კედლებში “არარატ-არმენიასთან” შეხვედრაში 0:2 დამარცხდა (ვიდეო). საერთო ჯამში სომხურმა კლუბმა 3-2 გაიმარჯვა და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე “საბურთალომ” გოლი გაიტანა, რომლის ჩათვლის შემთხვევაში გუნდები დამატებით ტაიმს ითამაშებდნენ, თუმცა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

ამგვარად ევროპა ლიგის თასის გათამაშების პლეი-ოფის საგზური მოიპოვა “არარატ-არმენიამ“, რომელიც მომდევნო ეტაპში ლუქსემბურგის “დიუდელანჟს“ დაუპირისპირდება.

“ლივერპულისა” და “ჩელსის” სასტარტო შემადგენლობები ცნობილია