კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“საბურთალოს” ხვალინდელ მატჩში ლაშა ნოზაძე უთავკაცებს

ლაშა ნოზაძე საბურთალოს უხელმძღვანელებს

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

დედაქალაქურ “საბურთალოს” ხვალ, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში, “სამტრედიის” წინააღმდეგ ლაშა ნოზაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია “საბურთალოს” ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

ლაშა წლებია დედაქალაქურ კლუბში წარმატებით მუშაობს. ლევან კორღალიძის გუნდიდან წასვლის შემდეგ, სწორედ ნოზაძე ავარჯიშებს გუნდს და ხუთშაბათს გასამართ მატჩში თავად დამოძღვრავს “საბურთალოს”.

მატჩი “ეროსი მანჯგალაძის” სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

 

 

 

 

ჩემპიონთა ლიგაზე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა (ვიდეო)