კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“საბურთალოს” ხელმძღვანელებმა 3 ლეგიონერი წარადგინეს და დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებზე ისაუბრეს

Image source: fcsaburtalo.ge

 

საბურთალოს” ხელმძღვანელები – კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ, დღეს სასტუმრო „ბომონდ გარდენში“  ჟულიუს ბლიკი, ჟეროენ ლუმუ და ჟარდელ როდრიგეს ნაზარე ოფიციალურად წარადგინეს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ჟურნალისტების მხრიდან ასეთი დიდი ინტერესი, მადლობა მობრძანებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს ფუტსალის ნაკრებს გუშინდელ გამარჯვებას ვულოცავ. განვმეორდები და ვიტყვი, რომ 2020 წელი სპორტისთვის მნიშვნელოვანი წელია. შარშანდელი წლისგან დიდი გამოცდილება მივიღეთ, ვცდილობთ მსგავსი შეცდომები მომავალში აღარ გავიმეოროთ. ამიტომაც არის, რომ ვაქტიურობთ სატრანსფერო ბაზარზე. ვფიქრობთ, სწორ ნაბიჯებს ვდგამთ, როდესაც წამყვან საფეხბურთო ქვეყნებიდან ვახორციელებთ ტრანსფერებს. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მომავალში კიდევ განვახორციელებთ ტრანსფერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა, გუნდის პოლიტიკა უცვლელი რჩება – “საბურთალოს” აკადემია უნდა განვითარდეს და პირველ გუნდს უნდა მიაწოდოს ნიჭიერი ფეხბურთელები. ლევანს სპორტული დირექტორის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობები გახლდათ. მისი ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი „აუდის თასი“, რომელმაც მაღალ დონეზე ჩაიარა. გულდასაწყვეტია, მაგრამ მან კერძო ბიზნესში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, იგი ქართულ ფეხბურთში ისევ დაბრუნდება, უკვე როგორც ინვესტორი. თუმცა, ჩვენი ურთიერთობა არ დასრულებულა და მომავალშიც აუცილებლად ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება ახალ სპორტულ დირექტორს, ვმუშაობთ მაგ საკითხზე და მომავალში აუცილებლად შეიტყობთ ინფორმაციას”.

კახა კაშია: „მოგესალმებით ყველას, მადლობა მობრძანებისთვის. გუნდი მზადების დასკვნით ეტაპზეა გადასული. დღეს, ამხანაგურ მატჩს დუშეთისარაგვთან“ გამართავს, შემდეგ კი ესპანეთში კიდევ ერთ შეკრებას გაივლის. მინდა წარგიდგინოთ ჩვენი კლუბის ახალწვეულები – ჰოლანდიელი ჟულიუს ბლიკი და ჟეროენ ლუმუ, ასევე პორტუგალიელი ჟარდელ როდრიგეს ნაზარე. სამივე მათგანს კარგი საფეხბურთო კარიერა აქვს და მაღალ დონეზე უთამაშიათ. ყველა ფეხბურთელის ტრანსფერი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით მოხდა. 4 საკონტროლო მატჩი შედგება. ჩვენი მხრიდან კონტრაქტებს ხელი მოწერილია, გადაგზავნილია და ველოდებით საბოლოო პასუხებს. თუმცა, უკვე გადაწყვეტილია ორი მეტოქის ვინაობა – ავსტრიული „ადმირა“ და ესპანეთის სეგუნდა ბ-ს წარმომადგენელი „ალკოიანო“. ასევე, დაგეგმილია მატჩები რუსეთის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ „ზენიტსა“ და „ცსკასთან“.

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

ქართველი ტანმოვარჯიშეების წარმატებული ასპარეზობა “ახალგაზრდა ტალანტები ვენის თასი 2020-ზე”