კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“საბურთალოს” კაპიტანი: “გვინდა, სეზონი ტიტულით დავამთავროთ”

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს “დავით ყიფიანის” სახელობის თასის ფინალში თბილისური დერბი შედგება – “საბურთალო” – “ლოკომოტივი“, რომელიც ქალაქ გორი, “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

შეხვედრის წინ საბურთალოელთა კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა კომენტარი გააკეთა:

“გვინდა, სეზონი ტიტულით დავამთავროთ. “საბურთალოსთვის” სადებიუტო თასის ფინალია და ყველანი გამარჯვების მოლოდინში ვართ”, – 23 წლის ფეხბურთელის სიტყვებს ციტირებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 8 დეკემბერს საქართველოს დროით 15:30 საათზე გაიმართება.

 

წყარო – Georgian Football Federation

“ლოკომოტივის” კაპიტანი: “ჩემთვის პირველი ფინალია და უდიდესი მოტივაციით ვითამაშებ”