კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“საბურთალოს” დუბლების ფეხბურთელი მოკლეს და ეჭვმიტანილი მისი ძმაა

საბურთალოს ფეხბურთელი მოკლეს

Image source: Facebook

 

თბილისის „საბურთალოს“ 19-წლამდე გუნდის ფეხბურთელი მიშო ახლოური გარდაიცვალა. დაკავებულია მისი 21 წლის ძმა, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი მოხდა და უფროსმა ძმამ უმცროსს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიშო ახლოური ზაფხულში გარდაცვლილი, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო.

 

წყარო – imedinews.ge

 

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში “2020 წლის მეფედ” დაასახელეს