კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“საბურთალოს” 15-წლამდე გუნდი ქვეყნის ჩემპიონი 1 ტურით ადრე გახდა (ვიდეო)

Image source: Georgian Football Federation ფეისბუკ გვერდი

 

სლავა მეტრეველის” სახელობის 15-წლამდე ლიგის გამარჯვებული “საბურთალოს” გუნდი გახდა, რომელსაც ბახვა ამბიძე ხელმძღვანელობს.

გუშინ, საბურთალოელებმა ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდი 8:0 დაამარცხეს და 1 ტურით ადრე, ჩემპიონობა იზეიმეს.

გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა, მედლებთან ერთად, ჩემპიონის ფარი გადაეცა.

საბურთალოს15-წლამდე გუნდმა “ოქროს ლიგა” დაუმარცხებლად ჩაატარა, მხოლოდ ერთადერთი მატჩი ითამაშა ფრედ, 16 კი მოიგო. ბურთების შეფარდება 63/3-ზე.

ჩემპიონთა შემადგენლობა:

საბა ბოჭორიშვილი, ვაჟა აბჟანდაძე, დავით ქართველიშვილი, ბესო ცინცაძე, გიორგი ბართია, გიორგი ციხელაშვილი, დავით ბერია, ნიკოლოზ დადიანი, გიორგი დავრაშელიძე, ნიკოლოზ დავრაშელიძე, შაკო დვალიშვილი, გიორგი ბერიანიძე, რაულ ბარათელია, ლევან იახტნიშვილი, ვაჟა ჩაფრავა, გიორგი ქუქალია, დავით გოცირიძე, ლუკა მამულაშვილი.

საბურთალო სლავა მეტრეველის სახელობის 15-წლამდე ლიგის გამარჯვებულია

🏆 #საჩემპიონომატჩი 😍✊🦅15-წლამდე გუნდი ქვეყნის ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა. განვლილი 17 მატჩიდან მოიგო 16, ერთი კი ფრედ დაასრულა. მეტოქეთა კარში გაიტანა 63 და მიიღო მხოლოდ 3 ბურთი 👏

Gepostet von FC Saburtalo Academy am Donnerstag, 28. November 2019

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

სანდრო მამუკელაშვილისა და მაილს პაუელის შედეგიანი მატჩი BAD BOY MOWERS-ში