კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“საბურთალო” აზად რაჰიმოვის თასის გამარჯვებული გახდა

საბურთალო აზად რაჰიმოვის თასის გამარჯვებული გახდა

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

“საბურთალო” აზად რაჰიმოვის თასის გამარჯვებული გახდა, რომელმაც აზერბაიჯანულ “საბაჰს” თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანები კი უკეთ საბურთალოელებმა შეასრულეს.

დედაქალაქელები დაწინაურდნენ – აკაკი შულაიამ მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიშორა და შემდეგ წააქციეს. პენალტი დაზარალებულმა ოსტატურად შეასრულა. მეორე ტაიმში კი სტუმრებმა გამთანაბრებელი გოლი გაიტანეს.

90 წუთის ამოწურვის შემდეგ, თერთმეტმეტრიანები დაინიშნა. 2 თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო ახალგაზრდა გოლკიპერმა ლუკა ლეჟავამ, რომელიც “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია.

ხსენებული თასის გათამაშება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. აღნიშნული გათამაშება ყოველწლიურად ჩატარდება და უფრო მასშტაბური გახდება.

გუნდებს სპეციალურად დამზადებული პრიზები და თასი გადასცეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, “სოკარის” გენერალურმა დირექტორმა მაირ გულიევმა და აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში.

 

 

 

წყარო-fcsaburtalo.ge

 

 

 

 

გია გეგუჩაძე: “ბატესთან შეხვედრაში 90 წუთის განმავლობაში სრული კონცენტრაცია იყოს”