კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“საბურთალო” ახალი თავდამსხმელით გაძლიერდება

Image source: gff.ge

 

საბურთალო” შემადგენლობას თავდამსხმელი ბექა ქავთარაძის დამატებით გააძლიერებს.  ამ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

საბურთალოს” აღმასრულებელმა დირექტორის, კახა კაშიას თქმით თბილისური კლუბი 20 წლის ფეხბურთელთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ქავთარაძემ “რუსთავისლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ დატოვა. 2019 წელს “რუსთავის” მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში მან 8 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

ბექა ქავთარაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ევროშესარჩევ ციკლში მან 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

წყარო – 1tv.ge

heraldo.es: “სარაგოსა” იანვარში გიორგი პაპუნაშვილს დაემშვიდობება