კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

საბერძნეთის თასზე ნიკა ნინუამ გოლი გაიტანა (ვიდეო)

ნიკა ნინუას გოლი პაოკში

Image source: paokfc.gr

 

საბერძნეთის თასის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრაში „პაოკი“ „ლამიას“ სტუმრად დაუპირისპირდა და გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. სალონიკელებს საკუთარ მოედანზე 5:2 ჰქონდათ მოგებული და მომდევნო ეტაპზე „პაოკი“ გავიდა.

ნიკა ნინუამ გოლი გაიტანა. მან მე-14 წუთზე შეძლო მეტოქის კარის აღება და ანგარიში გახსნა. ქართველი ნახევარმცველი 68-ე წუთზე შეცვალეს. ნინუამ „პაოკში“ მე-2 გოლი გაიტანა.

„ლამიას“ შემადგენლობაში გუგა ფალავანდიშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო ბაჩანა არაბული მოედანზე არ გასულა

სალონიკის „პაოკი“ საბერძნეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებს.

 

Ninua Vs Lamia

Το γκολ του Δικεφάλου στη Λαμία που του δίνει το προβάδισμα στο πρώτο μέρος. Ασίστ #Kagawa, εξαιρετικό πλασέ #Ninua και 0-1! #LAMPAOK #GreekCup

Posted by PAOK FC / ΠΑΕ ΠΑΟΚ on ოთხშაბათი, 03 მარტი, 2021

 

 

წყარო – Paok FC

 

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე “დინამო თბილისმა” მეოთხე თამაში წააგო