კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი: “იმედგაცრუებელები ვართ”

ვან სხიპის კომენტარი

Image source: kingsport.gr

 

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველომ საბერძნეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ თამაში ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან სხიპმა შეაფასა.

„არ გვითამაშია ისე, როგორც გვსურდა. პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში გაგვიჭირდა. საქართველო კარგი გუნდია, რომელმაც წინა მატჩებშიც კარგად ითამაშა. მათ სწრაფად გაათანაბრეს, რადგან სივრცე დარჩა და ქართველმა ფეხბურთელმა ამით ისარგებლა.

სასურველ დონეზე სათამაშოდ გამოსავალი ვერ ვიპოვეთ. იმედგაცრუებული ვარ, საბოლოოდ ქულა დავსიმხარეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარიის. ესპანეთთან ფრე გამარჯვების ტოლფასი იყო, დღეს კი მარცხის. იმედია, სექტემბერში უკეთ ვითამაშებთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ბოლომდე უნდა გვჯეროდეს“ – თქვა ვან სხიპმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სამ თამაშში 1 ქულა მოიპოვა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 2 ივნისს რუმინეთთან გამართავს, რომელიც ამხანაგური იქნება.

 

წყარო – Gazzeta.gr

 

სანიოლი: “უცნაური თამაში იყო და ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”