Image source: FutbolArena
თურქეთის ჩემპიონატში საბა ლობჟანიძის დებიუტი შედგა. “ანკარაგიუჯუს” ქართველ ლეგიონერს “ქასიმფაშასთან” შეხვედრაში გოლის გატანაც შეეძლო.
ლობჟანიძემ პირველ ტაიმში იაქტიურა და ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო მეორე ნახევარის დასაწყისში იღბალმა ზურგი კვლავ აქცია და სადებიუტო გოლის გატანაში ხელი ისევ ძელმა შეუშალა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, ლობჟანიძემ კი 78 წუთი ითამაშა.
საბა ლობჟანიძის საგოლე მომენტები და მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.
ვიდეობი
ფოტოები