Image source: Haber Ofisi
თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუ“ სტუმრად „ჰატაისპორს“ დაუპირისპირდა და 1:4 წააგო.
თუმცა, ანგარიში მე-16 წუთზე ანკარას ფეხბურთელებმა გახსნეს. მარჯვენა ფლანგიდან ლობჟანიძემ შესანიშნავი პასი გააკეთა და ბორვენმა ახლო მანძილიდან ადვილად გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მე-7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და თან 2 გოლიც აქვს გატანილი.
„ანკარაგიუჯუს“ მხოლოდ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო 21-ე ადგილზეა.
წყარო – MKE Ankaragucu
ვიდეობი
ფოტოები